„ნიურნბერგმა“, სადაც ლუკა ლოჩოშვილი გამოდის, მიმდინარე სეზონში მეოთხე თამაში წააგო. მეორე ბუნდესლიგის მე-5 ტურში „ნიურნბერგი“ სტუმრად „კარლსრუეს“ შეხვდა და ორი გაშვებული გოლის წილ, მხოლოდ ერთი გაიტანა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა შეუცვლელად ითამაშა. 44-ე წუთზე ანგარიში შლეუსნერმა გახსნა, ხოლო პირველი ტაიმისთვის დამატებულ მე-4 წუთზე კუდუსიმ საპასუხო ბურთი გაიტანა. 75-ე წუთზე სტუმართა კარი ვანიცეკმა აიღო, ლოჩოშვილი შეხვედრის მიწურულს შეტევაში ჩაერთო და სახიფათოდ დაარტყა, მაგრამ „კარლსრუე“ მეკარემ გადაარჩინა.
ლაშა თაბაგარი





