ბუდუ ზივზივაძე კარიერაში პირველად გააძევეს. გერმანიის პირველი ბუნდესლიგის მე-3 ტურში „ჰაიდენჰაიმმა“ დორტმუნდის „ბორუსია“ მიიღო და 0:2 წააგო.
საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი მასპინძლების სასტარტო შემადგენლობაში იყო და 21-ე წუთზე თავის ნახევარზე სტუმართა ფორვარდ ნმეჩას ფეხებში უხეშად ჩაუვარდა, რის გამო მსაჯმა პირდაპირ წითელი ბარათი აჩვენა.
დორტმუნდელებიდან 31-ე წუთზე ანგარიში გირასიმ გახსნა, ხოლო პირველი ტაიმისთვის დამატებულ მე-6 წუთზე მასპინძლების კარი ბაიერმა აიღო.
„ჰაიდენჰაიმს“ 3 ტურის შემდეგ ქულა არ აქვს და 18-გუნდიან სატურნირო ცხრილში ბოლოა.
მე-17 ადგილზეა „ჰამბურგი“, რომელმაც სტუმრად მიუნხენის „ბაიერნთან“ 0:5 წააგო. გიორგი გოჩოლეიშვილი ჰამბურგელთა განაცხადში არ იყო, რადგან წინა ტურში გააძევეს.
ლაშა თაბაგარი
