„სამგურალს“ კიდევ ერთი ბრაზილიელი დაემატა

0
7

წყალტუბოს „სამგურალში“ კიდევ ერთი ბრაზილიელი ლეგიონერი დაიმატა. ამის შესახებ კლუბის პრესსამსახური იუწყება:
„წყალტუბოს ,,სამგურალმა” ბრაზილიური ,,სამპაიო კორეადან” 23 წლის შემტევი კლაუდიო ჟუნიორი დაიმატა. ბრაზილიელ ფეხბურთელთან კონტრაქტი 2027 წლის ბოლომდე გაფორმდა“.
კლაუდიო ჟუნიორს „სამგურალში“ თანამემამულე ჯეფინიო, კარლოსი, რაიან ლუკა, ვინისიუს ვიანა და ბული დახვდნენ. გუნდის მთავარი მწვრთნელი ბრაზილიელი ტიაგო გომესია.
ლაშა თაბაგარი