ლომინაძემ პორტუგალიაში ანგარიში გახსნა

0
6

ნოდარ ლომინაძემ „ეშტორილში“ გადასვლის შემდეგ, პორტუგალიის პრიმეირა ლიგაში თავისი პირველი გოლი გაიტანა.
მე-5 ტურში „ეშტორილმა“ „ავეში“ მიიღო და 3:1 დაამარცხა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში იყო და მე-12 წუთზე მეტოქის საჯარიმოში შეჭრილი ორ მცველს გაცდა, რის შემდეგ მარცხენა ფეხით ანგარიში გახსნა. ის 72-ე წუთზე შეცვალეს. მიმდინარე სეზონში ლომინაძემ პორტუგალიის ჩემპიონატში ოთხჯერ ითამაშა და თავი ერთხელ გამოიჩინა. „ეშტორილი“ 5 ქულით 18-გუნდიან ჩემპიონატში მე-8 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი