ანტონი მარსიალი კარიერას მექსიკის ჩემპიონატში განაგრძობს. იტალიელი ჟურნალისტის ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ფრანგი თავდამსხმელი ათენის აეკ-დან „მონტერეიში“ გადადის, რომლის კაპიტანი სერხიო რამოსია. გასულ სეზონში 29 წლის ფეხბურთელმა საბერძნეთის ჩემპიონატში ჩატარებულ 19 შეხვედრაში 7 ბურთი შეაგდო.
მარსიალი „მანჩესტერ იუნაიტედში“ 2015-დან 2024 წლამდე თამაშობდა და კლუბი ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა, რადგან კონტრაქტი არ გაუხანგრძლივეს. მან მანჩესტერელთა მაისურით ყველა ტურნირში ჩატარებულ 317 მატჩში 90 გოლი გაიტანა. მარსიალმა საფრანგეთის ეროვნულ გუნდში 30-ჯერ ითამაშა და მეტოქეთა კარი 2-ჯერ აიღო.
ლაშა თაბაგარი
