ლაპორტი „ატლეტიკში“ დაბრუნდა

0
8

ემერიკ ლაპორტი ბილბაოს „ატლეტიკში“ დაბრუნდა. ესპანეთის ეროვნული ნაკრების მცველმა ესპანურ კლუბთან კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე გააფორმა.
31 წლის ფეხბურთელმა განვლილი ორი სეზონი საუდის არაბეთის „ალ სადში“ გაატარა. ბილბაოელებმა ლაპორტი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე შეიძინა, მაგრამ არაბულმა კლუბმა დოკუმენტების გაგზავნა დააგვიანა, რის გამო გარიგება ჩაიშალა.
ამის გამო, „ატლეტიკმა“ ფიფას მიმართა, რომელმაც ესპანეთის ფეხბურთის ფედარეციას უფლება მისცა საუდის ფეხბურთის ფედერაციისგან საერთაშორისო სატრანსფერო სერთიფიკატი მიეღო.
ლაპორტი ბასკურ გუნდში 2012-2018 წლებში გამოდიოდა და ყველა ტურნირში ჩატარებულ 222 მატჩში 10 გოლი გაიტანა. ის 2018-2023 წლებში „მანჩესტერ სიტიში“ გამოდიოდა
ლაშა თაბაგარი