კრისტიან ერიქსენი „ვოლფსბურგში“ ითამაშებს

0
5

კრისტიან ერიქსენი გერმანიის პირველ ბუნდესლიგაში ითამაშებს. დანიის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა „ვოლფსბურგთან“ კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე გააფორმა. ის გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა, რადგან 2024-2025 წლების სეზონის დასრულების შემდეგ, „მანჩესტერ იუნაიტედთან“ კონტრაქტი ამოეწურა.
მანამდე, ერიქსენი „აიაქსში“, „ტოტენჰემში“, მილანის „ინტერში“ და „ბრენტფორდში“ გამოდიოდა. მან „აიაქსთან“ ერთად ნიდერლანდების ჩემპიონატი 3-ჯერ მოიგო, ხოლო „ინტერის“ შემადგენლობაში იტალიის სერია A-ში გაიმარჯვა. ერიქსენმა მანჩესტერელებთან ერად ინგლისის ასოციაციის თასი და ლიგის თასი მოიპოვა.
ლაშა თაბაგარი