პორტუგალიის ჩემპიონატის 2024-2025 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად ლისაბონის „სპორტინგის“ ექსფორვარდი ვიქტორ დიოკერეში დაასახელეს. 27 წლის შვედმა თავდამსხმელმა განვლილ სეზონში პრიმეირა ლიგაში ჩატარებულ 33 მატჩში 39 გოლი გაიტანა და 8 საგოლე პასი გააკეთა. ის ზაფხულში ლონდონის „არსენალმა“ 63,5 მილიო ევროდ შეიძინა, ხოლო კიდევ 10 მილიონი ბონუსადაა გათვალისწინებული.
პორტუგალიის ჩემპიონატის საუკეთესო მწვრთნელა რუი ბორჟესი აღიარეს, რომელმც „სპორტინგს“ ჩემპიონის ტიტული მოაგებინა.
ლაშა თაბაგარი





