ლიონელ მესი კარიერაში პირველად მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის სამრეთ ამერიკის ზონის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.
არგენტინის ეროვნული ნაკრების 38 წლის კაპიტანმა 12 მატჩში 8 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი გააკეთა. შედარებისთვის მსოფლიო 2022 წლის პირველობის საკვალიფიკაციო ეტაპზე მან 7 გოლი გაიტანა. მოქმედმა მსოფლიო ჩემპიონმა არგენტინამ ბოლო მატჩი სტუმრად ეკვადორთან 0:1 წააგო, მაგრამ შესარჩევში პირველი ადგილი დაიკავა.
ბომბარდირთა დავაში მეორე ადგილზე კოლუმბიელი ლუის დიასი გავიდა, რომელმაც 17 შეხვედრაში 7 გოლი შეაგდო და 3 საგოლე გადაცემა მიითვალა, ხოლო მესამეზე ბოლივიელი მიგელ ტერსეროსი, რომელმაც ასევე 12 თამაშში თავი 7-ჯერ გამოიჩინა, მაგრამ შედეგიანი პასი არ ჰქონია.
სამხრეთ ამერიკიდან აშშ-ში, კანადაში და მექსიკაში გასამართ მუნდიალზე არგენტინა, ეკვადორი, კოლუმბია, ურუგვაი, ბრაზილია და პარაგვაი პირდაპირ გავიდნენ, ხოლო ბოლივია პლეი-ოფს ითამაშებს.
ლაშა თაბაგარი
