საქართველოს 19 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა, რომელსაც ვასილ მაისურაძე წვრთნის თბილისში ბერძენ თანატოლებთან ორი ამხანაგური შეხვედრა გამართა. დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე ჩატარებული მატჩები 0:0 დასრულდა.
საქართველოს ნაკრებში პირველად ითამაშა ჯამალ კაიშვილმა, რომელიც მიუნხენის „ბაიერნის“ აკადემიაში ვარჯიშობს. საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ცდილობს, რომ მან ჩვენი ქვეყნის პასპორტი აიღოს, რათა 19-წლამდელებს ნოემბერში გასამართ ევრო 2026-ის შესარჩევ ციკში დაეხმაროს. მის გარდა, 19 წლამდელებში მეკარე მათე ყავლაშვილი იასპარეზა, რომელიც ბელგიის ჩემპიონ „უნიონში“ ირიცხება.
საქართველოს ნაკრები ევროპის პირველობის შესარჩევის პირველ ეტაპზე ჯგუფში ხორვატიას, სერბეთსა და გიბრალტარს შეხვდება. ჯგუფში პირველ-მეორე ადგილზე გასული გუნდები გაზაფხულზე ელიტ რაუნდში ითამაშებენ.
საქართველო – ხორვატია (12 ნოემბერი)
საქართველო – სერბეთი (15 ნოემბერი)
საქართველო – გიბრალტარი (18 ნოემბერი).
ლაშა თაბაგარი





