მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის E ჯგუფში თბილისში ბულგარეთთან 3:0 გამარჯვების შემდეგ, საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილმა, რომელმაც საწყის წუთებში ორჯერ გოლის გაშვებას გადაგვარჩინა, განვლილი მატჩი შეაფასა.
გიორგი მამარდაშვილი: „მიხარია, თუ გუნდს დავეხმარე. თავიდან ცოტა რთულად დავიწყეთ, მომენტი შეგვქიმნეს, ცუდი იქნებოდა, ისევ სწრაფი გოლი რომ გაგვეშვა, მაგრამ აღება მოვახერხე. მგონი, ნაკრებში კაშიას გარეშე პირველად ვითამაშე ნაკრებში, როცა გამოცდილება გაკლია, უკან ლიდერი გჭირდება, მაგრამ ბიჭებმა კარგად გაართვეს თავი, ახალი თაობის ლიდერი გვყავდა მოედანზე კვარას სახით.
ზოგადად, მეტი კონცენტრაცია გვმართებს მატჩის სტარტზე, ოქტომბრიდან მოყოლებული ცუდად ვიწყებთ და ეს არ არის კარგი, უნდა გამოვასწოროთ. დღესაც იყო საშიშროება, რომ სწრაფი გოლი გაგვეშვა, საბედნიეროდ, ეს არ მოხდა, შემდეგ გამოვასწორეთ თამაში, მეტოქეც ვერ იყო დამაჯერებელი და მოვიგეთ”.
ბულგარეთთან თამაშზე კომენტარი ნაკრებში სადებიუტო გოლის ავტორმა ნიკა გაგნიძემ გააკეთა:
ნიკა გაგნიძე: “ბავშვობის ოცნება ავიხდინე და სავსე „დინამო არენაზე“ გოლი გავიტანე, მაგრამ ეს მთავარი არ იყო. მთავარია, რომ თურქეთთან წაგების შემდეგ მოვიგეთ და ეს იყო უმთავრესი. სტადიონზე ცუდი ამინდის მიუხედავად, საოცარი ატმოსფერო იყო და მადლობა მათ, განსაკუთრებით ქომაგებს. ვულოცავ სრულიად საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების გამარჯვებას, სასიხარულო იყო“.
საქართველოს ნაკრები 3 ქულით E ჯგუფში მეორე ადგილზეა. ჩვენი გუნდი 11 ოქტომბერს სტუმრად ესპანეთს დაუპირისპირდება, ხოლო 14 ოქტომბერს – თურქეთს.
ლაშა თაბაგარი
