ლუკა ხარატიშვილი მიმდინარე სეზონს ჩეხეთის უმაღლესი დივიზიონის კლუბ „პარდუბიცეში“ გაატარებს. ბათუმის „დინამომ“ 22 წლის მეკარე ჩეხეთში 2026 წლის 30 ივნისამდე გაანათხოვრა და იჯარის ვადის ამოწურვის შემდეგ, „პარდუბიცეს“ მისი ტრანსფერის გამოსყიდვის უფლება ექნება.
ხარატიშვილი „დინამოში“ 2020 წლიდან ირიცხება და თითო სეზონი იჯარით ჯერ ქობულეთის „შუქურაში“, ხოლო შემდეგ „სამტრედიაში“ გაატარა. მან საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებში 18-ჯერ ითამაშა და სლოვაკეთში ევრო 2025-ზე იასპარეზა. „პარდუბიცე“ 2 ქულით ჩეხეთის 16-გუნდიან ჩემპიონატში ბოლო ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი





