აბურჯანია საუდის არაბეთში ითამაშებს

0
9

გიორგი აბურჯანია კარიერას საუდის არაბეთის რანგით მეორე ლიგის კლუბ „ჯედაში“ განაგრძობს. საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი ახალ გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.
აბურჯანიამ გასული სეზონი „ავეშში“ გაატარა, რომლის შემადგენლობაში პორტუგალიის პრიმეირა ლიგაში 10-ჯერ ითამაშა.
ის კარიერის მანძილზე  ასევე რუსთავის „მეტალურგში“, გორის „დილაში“, თბილისის „ლოკომოტივში“, კვიპროსის ფამაგუსტას „ანორთოსისში“, ესპანეთის ტარაგონას „ხიმნასტიკში“, „სევილია II”-ში, „ლუგოში“, „ოვიედოში“. „კარტახენაში“, ნიდერლანდების „ტვენტეში“, პორტუგალიის „ჟილ ვისენტეში“ და თურქეთის „ჰათაისფორში“ გამოდიოდა.
ლაშა თაბაგარი