მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის E ჯგუფში თბილისში საქართველოს ნაკრებთან 0:3 მარცხის შემდეგ, ბულგარელთა მთავარმა მწვრთნელმა ილიან ილიევმა აღნიშნა, რომ ფეხბურთელებმა უპატიებელი შეცდომები დაუშვეს.
ილიან ილიევი: “მატჩის სტარტი უკეთესი იყო, ვიდრე გაგრძელება. ვიცოდით, რომ საქართველო უფრო წნეხის იქნებოდა თურქეთთან წაგების შემდეგ. საწყისი ორი გოლი ჩვენი მხრიდან საჩუქარი იყო. ვიცოდით, რომ საქართველოს ნაკრები ძალიან კარგი გუნდი იყო.
როგორი სახის შეცდომები იყო უმნიშვნელოა, მთავარი ისაა, რომ ასეთი შეცდომები უპატიებელია მსგავს მატჩში და შედეგიც სახეზეა. ყველაზე სამწუხარო ისაა, რომ პირველი ტაიმის შემდეგ ორი ბურთით ჩამოვრჩებოდით.
ნახევარდაცვაში ცვლილებების გაკეთება მომიწია წინა მატჩთან შედარებით, რადგან არიან ფეხბურთელები, რომლებიც ძალებს სწრაფად ვერ იღდგენენ. მაგალითად, ჩოჩევმა მითხრა, რომ ასეთ მოკლე მონაკვეთში ორ მატჩს ვერ ითამაშებდა და ცვლილელებიც ამით იყო განპირობებული.
კვარაცხელია ფანტასტიკური ფეხბურთელია, რომელიც უმაღლეს დონეზე და ტოპკლუბში თამაშობს. მან დღესაც შესანიშნავად ითამაშა. წარსულში ბულგარეთში ჩვენც გვყავდა ასეთი ფეხბურთელები, სამწუხაროდ ახლა არ გვყავს, მაგრამ ვიმედოვნებთ, რომ მომავალში გვეყოლება.
გვესმის, რომ ჯგუფში ჩვენზე გაცილებით ძლიერი გუნდები არიან. ყოველი თამაშიდან ვსწავლობთ და გარკვეულ გამოცდილებას ვიღებთ. მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ ყველა მატჩში კონკრეტული მომენტი ცვლის ყველაფერს. მაგალითად, დღეს თქვენმა მეკარემ შესანიშნავი ბურთი მოიგერია და შეგვეძლო ანგარიშის გახსნა. ასეთი შეცდომების დაშვებით კი რა თქმა უნდა, წარმატების მიღწევა რთულია“
