
საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებს უსმან დემბელეს შემდეგ, კიდევ ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა. პსჟ-ს შემტევმა ნახევარმცველმა დეზირე დუემ წვივის ტრავმა ვარჯიშზე მიიღო.
პსჟ-ს პრესსამსახურის ინფორმაციით, დუე მოედანზე ოთხი კვირის განმავლობაში ვერ გავა. შეგახსენებთ, რომ დემბელე მუხლის მყესის დაზიანების გამო ექვს კვირას გამოტოვებს.
ლაშა თაბაგარი
