ხვიჩა კვარაცხელია: „სწრაფმა გოლმა ჩვენზე იმოქმედა“

0
9

მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის E ჯგუფის პირველ მატჩში თბილისში თურქეთთან 2:3 მარცხის შემდეგ, საქართველოს ეროვნული ნაკრების ლიდერმა და ერთ-ერთი გოლის ავტორმა ხვიჩა კვარაცხელიამ კომენტარი გააკეთა.
ხვიჩა კვარაცხელია: “ძალიან ცუდად დავიწყეთ. საწყისი 20 წუთი უპირატესობა მეტოქეს ჰქონდა. სწრაფი გოლი გავუშვით, რამაც იმოქმედა ჩვენზე. ვფიქრობ, რომ მეორე ტაიმში გუნდმა მაქსიმუმი გაიღო. მარტივი არ არის თურქეთთან ორი გოლის გატანა.
ახლა მომდევნო მატჩებზე უნდა ვიფიქროთ, რადგან ჯერ კიდევ ყველაფერი შესაძლებელია. დღევანდელი დღე უკვე წარსულია. შეცდომების გამოსწორებაზე ვიმუშვებთ. გავალთ მოედანზე და აუცილებლად ვეცდებით, რომ დავამარცხოთ ბულგარეთის ნაკრები”.
საქართველო-ბულგარეთის შეხვედრა ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე“ 7 სექტემბერს 17:00 საათზე დაიწყება.
ლაშა თაბაგარი