საქართველოს 21-წლამდე ნაკრები, ევროპის ჩემპიონატის ახალ შესარჩევ ციკლს 9 სექტემბერს, 20:00 საათზე, ჩრდილოეთ ირლანდიასთან მატჩით დაიწყებს. ახალგაზრდული, ბრიტანელებს ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე უმასპინძლებს.
რამაზ სვანაძის გუნდი, ჯგუფში ჩრდილოეთ ირლანდიის, მალტის, ლატვიის, საბერძნეთის და გერმანიის 21-წლამდე ნაკრებების წინააღმდეგ იასპარეზებს. დღეს, ახალგაზრდულმა წყალტუბოში სრული შემადგენლობით ივარჯიშა.
დაჩი ლორთქიფანიძე: „ჩვენი პირველი შეკრებაა, ვემზადებით. ჯერჯერობით, გაცნობის ფაზაში ვართ იმიტომ, რომ ახალი გუნდი ვართ. პირველი თამაში ჩრდილოეთ ირლანდიასთან გველოდება, ყველანი ძალიან მოტივირებულები ვართ, რომ ყველაფერი კარგად დავიწყოთ და პირველივე შეხვედრაში დავამტკიცოთ, რომ ბევრის მიღწევა შეგვიძლია“.
გაბრიელ სიგუა: „ძალიან კარგი განწყობა გვაქვს. ახალი გუნდი შევიკრიბეთ, ვფიქრობ, კარგი გუნდი ვიქნებით, მთავარია, როგორც წინა წლებში, ახლაც ჩვენი საქმე ვაკეთოთ, შეკრებიდან შეკრებამდე გავიზარდოთ, რაც მთავარია, გუნდურად შევიკრათ. უფრო რთულ გუნდებთან მიგვიღია გამოცდილება, ყველაზე მნიშვნელოვანია, მწვრთნელის დავალებები შევასრულოთ და ვფიქრობთ, წარმატებასაც მივაღწევთ“.
U21 | შემადგენლობა:
მეკარეები: მიხეილ მაქაცარია (დინამო თბილისი), საბა ქაჯაია (რეალ მურსია, ესპანეთი), რევაზ კურტანიძე (იბერია 1999).
მცველები: ჟორჟე ქარსელაძე (აკადემიკა კოიმბრა, პორტუგალია), დავით ბუკია (ლოკომოტივი თბილისი), ლუკა ლაცაბიძე (დინამო თბილისი), ალექსანდრე ნარიმანიძე (ჟილინა, სლოვაკეთი), მათე შათირიშვილი (დინამო თბილისი), აკაკი გიუნაშვილი (კოლხეთი ფოთი 1913), საბა ხარებაშვილი (დინამო თბილისი), გიორგი ტაბატაძე (ვაილე, დანია).
ნახევარმცველები: დაჩი ლორთქიფანიძე (კრემონეზე, იტალია), ნიკოლოზ დადიანი (იბერია 1999), გაბრიელ სიგუა (ლოზანა სპორტი, შვეიცარია), ცოტნე ბერელიძე (დინამო თბილისი), გია ნადარეიშვილი (გაგრა), ირაკლი იეგოიანი (ექსელსიორი, ნიდერლანდები), ლუკა წულუკიძე (დინამო ბათუმი), გიორგი ხარებავა (კოლხეთი ფოთი 1913), ალეკო ბასილაძე (ტორპედო ქუთაისი).
თავდამსხმელები: დიეგო დეისაძე (ტერმალიკა ნეცეჩა, პოლონეთი), საბა გეგიაძე (სპაერი), დავით გოცირიძე (გაგრა).ჩრდილოეთ ირლანდიასთან მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს, საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.
ლაშა თაბაგარი
