ნიკოლოზ ჩიქოვანი “უოტფორდში” გადავიდა

0
8
ნიკოლოზ ჩიქოვანი კარიერას ინგლისის ჩემპიონშიფში მოასპარეზე “უოტფორდში” განაგრძობს, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე გამოდის. 18 წლის თავდამსხმელის ტრანსფერი როგორც თბილისის “დინამომ”, ასევე “უოტფორდმა” დაადასტურა.
“დინამო თბილისსა” და ინგლისურ “უოტფორდს” შორის ნიკოლოზ ჩიქოვანის ტრანსფერის თაობაზე შეთანხმება ოფიციალურად შედგა. ნიკოლოზ ჩიქოვანი “დინამოს” აკადემიის აღზრდილია და მთავარ გუნდში მისი დებიუტი მიმდინარე წლის მარტში “სამგურალის” წინააღმდეგ შედგა
აღსანიშნავია, რომ ჩიქოვანმა 2024 წელს დარასელიას თასზე გამორჩეული მატჩები ჩაატარა – მათ შორის “უოტფორდის” წინააღმდეგ, სადაც გატანილი გოლითაც გამოირჩა.  მადლობას ვუხდით ნიკოლოზს დინამოში გატარებული პერიოდისთვის და წარმატებას ვუსურვებთ კარიერის ახალ ეტაპზე” – ნათქვამია “დინამოს” ოფიციალურ განცხადებაში.
ლაშა თაბაგარი