ლუკა გაგნიძე კარიერას ესპანეთის სეგუნდა დივიზიონის ბინადად „გრანადაში“ განაგრძობს. ესპანური კლუბის პრესსამსახურის ინფორმაციით, 22 წლის ქართველი ნახევარცველი მიმდინარე სეზონის ბოლომდე მოსკოვის „დინამოდან“ იჯარით აიყვანეს.
გაგნიძემ კარიერას თბილისის „დინამოში“ დაიწყო, ხოლო რუსულ კლუბში 2021 წელს გადავიდა და 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. მას მოსკოვურ გუნდში მუდმივი სათამაშო პრაქტიკა არ ჰქონდა, რის გამო იჯარით „ურალში“, პოლონეთის „რაკუვში“ და სამარას „კრილია სოვეტოვში“ გამოდიოდა.
გაგნიძემ საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებთან ერთად 2023 და 2025 წელს ევროპის ჩემპიონატში ითამაშა. მას ეროვნულ გუნდში დებიუტი 2023 წელს თბილისში მონღოლეთთან 6:1 მოგებულ მატჩში ჰქონდა და საერთო ჯამში 5-ჯერ ითამაშა. შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში „გრანადაში“ ჩვენი ეროვნული გუნდის გარემარბი გიორგი წიტაიშვილი გამოდიოდა, რომელიც ამჟამად საფრანგეთის ლიგა 1-ის ბინადარ „მეცში“ თამაშობს.
ლაშა თაბაგარი
