კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 23-ე ტური გორში დასრულდა, სადაც ადგილობრივმა „დილამ“ „თელავი“ მიიღო და მინიმალური ანგარიშით დაამარცხა.
პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა. 52-ე წუთზე სტუმართა მცველმა ლადო ოდიშვილმა თავის საჯარიმოში ხელით ითამაშა და არბიტრმა პენალტი დადო, რომელიც ალექსანდრე ანდრონიკაშვილმა გოლად აქცია. დარჩენილ დროში ანგარიში არ შეცვლილა და იტალიელი დიეგო ლონგოს გაწვრთნილი გორელები 50 ქულით 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილზე არიან – ლიდერ თბილისის „იბერიას“ 2 ქულით ჩამორჩებიან.
ვალერი გაგუას ხელმძღვანელობით „თელავმა“ 18 ქულა დააგროვა და ბოლოსწინაა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების მიერ მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში თბილისში 4 სექტემბერს თურქეთთან, ხოლო 7 სექტემბერს ბულგარეთთან გასამართი მატჩების გამო, ეროვნული ლიგის 24-ე ტური 13 სექტემბერს ჩატარდება.
დილა 1:0 თელავი
ლაშა თაბაგარი
