მიქაუტაძემ „ლიონს“ სეზონის სტარტზე მოაგებინა

0
7

გიორგი მიქაუტაძემ საფრანგეთის ლიგა 1-ში ახალი სეზონი გოლით დაიწყო. პირველ ტურში „ლიონი“, სადაც საქართველოს ეროვნული გუნდი ფორვარდი გამოდის, სტუმრად „ლანსს“ შეხვდა და 1:0 გაიმარჯვა.
შეხვედრის პირველი ტაიმისთვის დამატებულ წუთზე მალიკ ფოფანამ მეტოქის საჯარიმოში მარცხნიდან შეიჭრა და პასი მიქაუტაძეს გაუკეთა, რომელმაც მცველს გაასწრო, რასაც ზუსტი დარტყმა მიაყოლა – 0:1.  დარჩენილ დროში მეტი ბურთი არ გასულა და მიქაუტაძის წყალობით „ლიონმა“ სამი ქულა აიღო. ქართველი თავდამსხმელი მსაჯის მიერ ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-2 წუთზე შეცვალეს.
ლაშა თაბაგარი