ბათუმის „დინამომ“ ბოსნიელი დაიმატა

0
10

ბათუმის „დინამოში“ ბოსნიელი ნახევარმცველი ამარ ბეგიჩი ითამაშებს, რის შესახებ კლუბის პრესსამსახური იუწყება.
25 წლის ფეხბურთელი ბოლო ორი სეზონის განმავლობაში თურქეთის რანგით მეორე ლიგაში მოასპარეზე „სანლიუსფორში“ გამოდიოდა, სადაც ჩატარებულ 45 მატჩში 3 გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე პასი გააკეთა.
ბეგიჩი 2023 წელს „თელავში“ გამოდიოდა და კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 17-ჯერ ითამაშა, მეტოქის კარი კი ერთხელ აიღო.
მანამდე, ის სამშობლოში „მლადოსტსა“ და „ბორაცში“ გამოდიოდა.
ლაშა თაბაგარი