ზარია და გადრანი ჩემმპიონთა ლიგის პლეი-ოფშია არიან

0
12

ალმათის „ქაირათი“, სადაც შემტევი ნახევარმცველი გიორგი ზარია და მცველი ლუკა გადრანი გამოდიან, ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში გავიდა.
მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე ყაზახურმა გუნდმა შინ პირველ მატჩში გურამ კაშიას ბრატისლავას „სლოვანს“ 1:0 აჯობა. სლოვაკეთის დედაქალაქში ჩატარებული შეხვედრის ძირითადი დრო „სლოვანმა“ ასევე 1:0 მოიგო, ხოლო დამატებით დროში ანგარიში არ შეცვლილა. პენალტების სერია „ქაირათმა“ უკეთესად შეასრულა და 4:3 გაიმარჯვა.
ალმათელების სასტარტო შემადგენლობაში არცერთი ქართველი იყო. ზარია თამაშში 68-ე წუთზე ჩაერთო და მე-100 წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო, 103-ე წუთზე კი ტრავმის გამო შეცვალეს. გადრანმა მთელი სათამაშო დრო სათადარიგოთა სკამზე გაატარა. „სლოვანში“ საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა კაშიამ შეუცვლელად ითამაშა.
„ქაირათი“ ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში გლაზგოს „სელტიკს“ შეხვდება – პირველი თამაში 19 აგვისტოს შოტლანდიაში ჩატარდება, ხოლო საპასუხო 26 აგვისტოს – ალმათიში.
„სლოვანი“ ევროპა ლიგის პლეი-ოფში შვეიცარიის „იანგ ბოიზს“ დაუპირისპირდება. პირველი მატჩი 21 აგვისტოს ბრატისლავაში შედგება, ხოლო საპასუხო 28 აგვისტოს – შვეიცარიაში.
ლაშა თაბაგარი