ფოთის „კოლხეთს“ ისევ დავით კვირკველია გაწვრთნის, რის შესახებ შავიზღვისპირული კლუბის პრესსამსახური იუწყება. კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-19 ტურში „თელავთან“ 1:1 დასრულებული მატჩის შემდეგ კახა ჩხეტიანმა ფოთელთა თავკაცის თანამდებობა დატოვა. ის გუნდს 2024 წლის მაისიდან ხელმძღვანელობდა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი მარცხენა მცველი კვირკველია „კოლხეთს“ 2022 – 2024 წლებში ავარჯიშებდა და გუნდი კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში დააბრუნა. ფოთელებს 14 ქულა აქვთ და 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილზე არიან.
ლაშა თაბაგარი





