ოდიშარიას „რიგასი“ ჩემპიონთა ლიგას დაემშვიდობა

0
13

ლატვიის „რიგასი“, სადაც ლაშა ოდიშარია გამოდის, ჩემპიონთა ლიგას მეორე საკვალიფიკაციო ეტაპიდან გამოეთიშა. რიგელებმა პირველი თამაში შინ შვედეთის „მალმიოსთან“ 0:4 წააგეს, ხოლო გასვლაზე 0:1 დამარცხდნენ.
მალმიოში ჩატარებულ შეხვედრაში საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების გარემარბი განაცხადში იყო და არ უთამაშია. საპასუხო თამაშში „მალმიოდან“ ერთადერთი გოლი 25-ე წუთზე ჰაკსაბანოვიჩმა გაიტანა.
„რიგასი“ ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე გადაერთო, სადაც ფინეთის კუპს-ს დაუპირისპირდება. ოდიშარიას გუნდი პირველ მატჩს შინ 7 აგვისტოს ჩაატარებს, ხოლო საპასუხოს – 14 აგვისტოს.
ლაშა თაბაგარი