„იბერიაში“ კორღალიძე გეგუჩაძემ შეცვალა

0
19

თბილისის „იბერიას“ ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს. ლევან კორღალიძემ atiani.ge-სთან დაადასტურა, რომ ქვეყნის მოქმედი ჩემპიონის თანამდებობა დატოვა. არადა, კლუბის ხელმძღვანელების ეს გადაწყვეტილება გასაკვირია, რადგან კორღალიძემ შარშან „იბერია“ გააჩემპიონა და სეზონის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა ჩემპიონატში ზედიზედ 30 თამაში არ წააგო და ამჟამად, სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზეა. მიმდინარე სეზონში, კორღალიძე კრისტალბეთ ეროვნული ლიგის როგორც პირველი, ასევე მეორე წრის საუკეთესო მწვრთნელი გახდა. “იბერიადან” კორღალიძის ასისტენტები ნიკა გუშარაშვილი და არმაზ ჯელაძეც წავიდნენ.
გეგუჩაძე 2018 წლიდან ბათუმის „დინამოს“ ავარჯიშებდა, რომლიდან ორი წლის წინ დაითხოვეს. მან ბათუმელებს არსებობის ისტორიაში პირველად საქართველოს ჩემპიონატი მოაგებინა,
ლაშა თაბაგარი