გორის „დილა“ უეფას კონფერენს ლიგას დაემშვიდობა. მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში სტუმრად ლატვიის „რიგასთან“ 1:2 წაგების შემდეგ, გორელებს შემდეგ ეტაპზე გასვლის ცუდი შანსი არ ჰქონდათ.
იტალიელი დიეგო ლონგოს გაწვრთნილები თავის მოედანზე სამჯერ იგებდნენ, მაგრამ საბოლოოდ ანგარიში ვერ შეინარჩუნეს და შემდეგ ეტაპზე რიგელები ითამაშებენ.
მატჩის მე-15 წუთზე ანგარიში არაუჟომ გახსნა, ხოლო ლატვიელებიდან საპასუხო ბურთი ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-7 წუთზე რეჟინალდომ გაიტანა. მეორე ტაიმის დაწყებიდან ექვს წუთში ბასინგამ „დილა“ ისევ წინ გაიყვანა. 64-ე წუთზე მუსამ ანგარიშში თანაფარდობა ისევ აღადგინა. 81-ე წუთზე ანოფმა გორელები დააწინაურა და თითქოს დამატებითი დრო გარდაუვალი იყო, მაგრამ მსაჯის მიერ ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-6 წუთზე სიკეირამ მასპინძლების კარი აიღო და თავისი გუნდის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე გაყვანა უზრუნველყო.„დილა“ (გორი) – „რიგა“ (ლატვია) 3:3 (1:1)
31 ივლისი. გორი. თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონი.
„დილა“: კერესელიძე, ჩაბრაძე (კიკაბიძე, 27), არაუჟო, ეტუ, რუხაძე (ილორი, 90+4), ფარულავა, ანდრონიკაშვილი, კონტე, ედუძი, შეყილაძე (ანოფი, 72), ბასინგა.
მთავარი მწვრთნელი: დიეგო ლონგო.
„რიგა“: ზვიედრისი, ტონისევსი, მუსა (ჩერნომორდისი, 88), ნგომი, იურკოვსკისი, ანკრა, იაგო სიკეირა, გალო, გრიმალდო (ბირკა, 88.), დიოპი, რეჟინალდო (რეგჟა, 88)
მთავარი მწვრთნელი: ადრიან გულა.
გოლები: 1:0 არაუჟო (15), 1:1 რეჟინალდო (45+7, პენ.), 2:1 ბასინგა (51), 2:2 მუსა (64), 3:2 ანოფი (81), 3:3 ჩერნომორდისი (90+6).
გაფრთხილება: ტონისევსი (43), ფარულავა (45+6), რუხაძე (53), მუსა (60), არაუჟო (66), ანოფი (81), ანდრონიკაშვილი (89), იაგო სიკეირა (90+6)
მთავარი მსაჯი: უ. ასლამი (ნორვეგია).
ლაშა თაბაგარი





