„ლიონის“ ფორვარდმა გიორგი მიქაუტაძემ ზაფხულის მოსამზადებელ პერიოდში კიდევ ერთი გოლი გაიტანა. ფრანგული გუნდი ავსტრიის ქალაქ კუფშტაინში ამხანაგურად „მალიორკას“ დაუპირსირდა და 4:0 გაიმარჯვა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი სასტარტო შემადგენლობაში იყო და მე-20 წუთზე მეტოქის საჯარიმოში მარჯვნიდან შეჭრილმა ცრუ მოძრაობით მცველი ჩამოიცილა, რასაც შორეულ კუთხეში ზუსტი დარტყმა მიაყოლა – 2:0. ის 72-ე წუთზე შეცვალეს.
შეხვედრაში ანგარიში მე-15 წუთზე აბნდერ ვინისიუსმა გახსნა, რომელმაც 29-ე წუთზე დუბლი შეასრულა, ხოლო 37-ე წუთზე თავი მერამ გამოიჩინა.
ლაშა თაბაგარი





