აზიური ტურნეს მეორე შეხვედრაში პრემიერლიგის მოქმედი ჩემპიონი „ლივერპული“ იაპონიის ჯეი-ლიგის ერთ-ერთ აუტსაიდერ „იოკოჰამა მარინოს“ შეხვდა და 3:1 დაამარცხა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილმა „ლივერპულში“ შეუცვლელად ითამაშა და მე-40 წუთზე მასპინძლების ებრაელი ლეგიონერის დევიდის თავურის შემდეგ, გუნდი გოლის გაშვებას გადაარჩინა.
„იოკოჰამადან“ 55-ე წუთზე ანგარიში უენაკამ გახსნა, ხოლო 62-ე წუთზე ფლორიან ვირცმა საპასუხო ბურთი გაიტანა. 68-ე წუთზე ნიონიმ ინგლისელები კიდევ უფრო დააწინაურა, ხოლო 87-ე წუთზე წერტილი ნგუომამ დასვა.
„ლივერპულს“ ალისონ ბეკერი აკლდა, რომელიც პირადი მიზეზით ინგლისში დაბრუნდა, სადაც გუნდს შეუერთდება.
ლაშა თაბაგარი





