ვენის „აუსტრიას“ მთავარ მწვრთნელ შტეფან ჰელმს მიაჩნია, რომ გრაცის „შტურმის“ ნახევარმცველი ოთარ კიტეიშვილი თავის ქვეყანას ავსტრიაში საუკეთესოდ წარმოაჩენს. მან მის შესახებ კონფერენს ლიგის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპზე ხვალ თბილისის „სპაერთან“ „მიზეილ მესხი 2“- ზე გასამართ მატჩამდე პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომელსაც ფეხბურთელი მანფრედ ფიშერიც დაესწრო.
შტეფან ჰელმი: „ოთარ კიტეიშვილი ავსტრიაში დიდი რეპუტაციით სარგებლობს, მას დიდ პატივს ვცემთ. კიტეიშვილი საქართველოს საუკეთესოდ წარმოაჩენს. შტურმს წინა სეზონში 5-ჯერ შევხვდით. ისინი ჩემპიონები გახდნენ და გვინდა სიამაყით ავღნიშნო, რომ დიდი წინააღმდეგობა გავუწიეთ. 5 მატჩიდან 3 მოვიგეთ და 2 ფრე ვითამაშეთ.
როცა გავიგეთ, რომ „სპაერს“ შვხვდებოდით, ვიფიქრეთ რომ გუნდი დიდი სიმამაცით და მხნეობით გამოირჩევა. მოახლოებული თამაშისთვის კარგად ვართ მომზადებულები.
ახლაც რთულ მატჩს ველოდებით. სპაერმა პირველ შეხვედრაში ძლიერი სულისკვეთებით ითამაშა. მიზანი ცხადია შემდეგ ეტაპზე გასვლაა და ამისთვის ვიბრძოლებთ.
შანსების პროცენტულად შეფასება რთულია. შევეცდებით თამაშის რიტმი ვაკონტროლოთ. ველოდებთ გუნდს, რომელიც დიდ წინააღმდეგობას გაგვიწევს. შევეცდებით რაც შეიძლება მეტი გოლი გავიტანოთ“.
“სპაერის” და “აუსტრიას” დაპირისპირება თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება. თავდაპირველად ცნობილი იყო, რომ შეხვედრა “მიხეილ მესხზე” შედგებოდა, მაგრამ 29 ივლისს ნახსენებ არენაზე “იბერია” – “ლევადიას” შეხვედრა შედგა, რის გამო, უეფას რეკომენდაციით “სპაერი” “აუსტრიას” სათადარიგო არენაზე მიიღებს. შეგახსენებთ, რომ ვენურმა გუნდმა პირველი თამაში 2:0 მოიგო.





