ჟოაო ფელიქსის ხელფასი „ალ ნასრში“ 17,5 მილიონი იქნება

0
9
Chelsea's Portuguese striker Joao Felix (R) is sent off for this tackle on Fulham's Dutch defender Kenny Tete (L) during the English Premier League football match between Fulham and Chelsea at Craven Cottage in London on January 12, 2023. (Photo by Ben Stansall / AFP) / RESTRICTED TO EDITORIAL USE. No use with unauthorized audio, video, data, fixture lists, club/league logos or 'live' services. Online in-match use limited to 120 images. An additional 40 images may be used in extra time. No video emulation. Social media in-match use limited to 120 images. An additional 40 images may be used in extra time. No use in betting publications, games or single club/league/player publications. /

ჟოაო ფელიქსი საუდის არაბეთში წელიწადში ორნახევარჯერ უფრო მეტ თანხას გამოიმუშავებს, ვიდრე ინგლისში. პორტუგალიის ეროვნული ნაკრების შემტევი ნახევარმცველი „ჩელსიდან“ „ალ აჰლიში“ 30 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავა, ხოლო ბონუსების და ფეხბურთელის შემდგომი გაყიდვის თანხის პროცენტების გათვალისწინებით, შესაძლოა თანხა 50 მილიონ ევროდ გაიზარდოს.
ჟოაო ფელიქსი „ალ ნასრში“ წელიწადში 17,5 მილიონ ევროს გამოიმუშავებს, როდესაც „ჩელსიში“ მისი ხელფასი 7,5 მილიონი ევრო იყო. ლისაბონის „ბენფიკა“ 25 წლის მოთამაშეს წელიწადში 3 მილიონ ევროს სთავაზობდა.
ჟოაო ფელიქსი „ბენფიკას“ აღზრდილია, რომელმაც 2019 წელს მადრიდის „ატლეტიკოში“ 127 მილიონ ევროდ გაყიდა. თუმცა, ნიჭიერმა ფეხბურთელმა ესპანურ გუნდში გაცემული ავანსი ვერ გაამართლა და ჯერ „ჩელსიში“ გაანათხოვრეს, შემდეგ – „ბარსელონაში“. 2024 წელს „ჩელსიმ“ მისი კონტრაქტი გამოისყიდა და გასულ სეზონის მეორე ნახევარშ იჯარით „მილანში“ გაუშვა.
შეგახსენებთ, რომ „ალ ნასრში“ პორტუგალიის ეროვნული ნაკრების კაპიტანი კრიშტიანუ რონალდუ გამოდის, ხოლო გუნდის მთავარი მწვრთნელი ცნობილი სპეციალისი ჟორჟე ჟეზუშია.
ლაშა თაბაგარი