თომას მიულერი კარიერას MLS-ში განაგრძობს

0
10

მიუნხენის „ბაიერნთან“ დამშვიდობების შემდეგ, თომას მიულერი კარიერას ოკეანისგაღმა განაგრძობს. გერმანიის ეროვნული ნაკრების ექსფორვარდი კონტრაქტს „ვანკუვერთან“ 2026 წლის დეკემბრამდე გააფორმებს.
მიულერი „ბაიერნის“ აღზრდილია და პირველ გუნდში 2007 წლიდან თამაშობდა. მან ყველა ტურნირში ჩატარებულ 756 მატჩში 250 გოლი გაიტანა და 276 საგოლე პასი გააკეთა. მან გერმანულ გრანდთან ერთად 33 ტიტული მოიგო.
იულერს ბუნდესნაკრებში დებიუტი 2010 წლის მარტში ჰქონდა. მან გერმანელთა რიგებში 131 მატჩი (მე-6 შედეგი გერმანული ფეხბურთის ისტორიაში) ჩაატარა და 45 გოლის გატანის გარდა, 41 საგოლე პასი გააკეთა. .
მან გერმანიის ნაკრების შემადგენლობაში ბრაზილიაში მსოფლიო 2014 წლის ჩემპიონატი მოიგო და სამხრეთ აფრიკაში 2010 წელს ვერცხლის მედლები მოიპოვა. გარდა ამისა, ის გერმანელებთან ერთად ევროპის 2012 და 2016 წლის ჩემპიონატების ნახევარფინალში გავიდა.
მსოფლიო 2010 წლის მუნდიალზე მიულერმა 5 გოლი გაიტანა და ესპანელ დავიდ ვილასთან, ნიდერლანდელ უესლი სნაიდერთან და ურუგვაელ დიეგო ფორლანთან ერთად თანაბომბარდირი გახდა. ამასთანავე, ის მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშედ აღიარეს.
ლაშა თაბაგარი