„რომამ“ „ფლამენგოდან“ მცველი დაიმატა

0
12

„რომამ“ ბრაზილიის „ფლამენგოდან“ მცველი უესლი ფრანსი შეიძინა, რის შესახებ იტალიური კლუბის პრესსამსახური იუწყება.
21 წლის ფეხბურთელმა რომაელებთან კონტრაქტი 2030 წლამდე გააფორმა. მის სანაცვლოდ „ფლამენგომ“ 25 მილიონი ევრო მიიღო.
უესლი ფრანსა ბრაზილიური გრანდის პირველ გუნდში 2021 წლიდან თამაშობდა და ყველა ტურნირში ჩატარებულ 136 მატჩში 4 გოლი გაიტანა.
ლაშა თაბაგარი