„პორტუმ“ პოლონეთის ნაკრების მცველი შეიძინა

0
12

„პორტუმ“ იან ბედნარეკი ინგლისის „საუთჰემპტონი“ 7,5 მილიონ ევროდ შეიძინა. პოლონელმა მცველმა პორტუგალიურ გრანდთან კონტრაქტი 2029 წლამდე გააფორმა და მისი გამოსასყიდი თანხა 60 მილიონი ევროა.
ბენდარეკი ინგლისურ კლუბში 2017 წლიდან თამაშობდა, გარდა 2022-2023 წლების სეზონისა, როდესაც ბირმნიგემის „ასტონ ვილას“ ღირსებას იცავდა. მან პოლონეთის ეროვნულ ნაკრებში 69 მატჩი ჩაატარა.
ლაშა თაბაგარი