ლისაბონის „სპორტინგმა“, რომელსაც ზაფხულში გიორგი ქოჩორაშვილი შეუერთდა, ესპანეთის სეგუნდა დივიზიონის გასული სეზონის საუკეთესო ბომბარდირი შეიძინა.
„ალმერიამ“ კოლუმბიის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელის სანაცვლოდ 25 მილიონი ევრო მიიღო, ხოლო მისი გამოსასყიდი თანხა 80 მილიონი ევროა. ლუის სუარესმა პორტუგალიის მოქმედ ჩემპიონთან კონტრაქტი 2030 წლამდე გააფორმა.
კოლუმბიელმა ფეხბურთელმა 2024-2025 წლების სეზონში „ალმერიას“ მაისურით სეგუნდაში ჩატარებულ 41 მატჩში 27 გოლი გაიტანა.
ლაშა თაბაგარი





