თბილისის „იბერია“ უეფას კონფერენს ლიგას მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპიდან გამოეთიშა. სამწუხაროდ, ესტონეთის „ლევადიასთან“ ორმატჩიან დაპირისპირებაში საქართველოს ჩემპიონი ყველაზე გამოცდილმა წევრმა, ეროვნული ნაკრების ექსმეკარე გიორგი მაკარიძემ დააღალატა, რომელმაც მიუტევებელი შეცდომები დაუშვა.
შეხვედრის ლუკა სილაგაძის შესრულებული კუთხურის შემდეგ, ამირან ძაგანიამ ქუსლით დაარტყა და ბურთი გვერდით ძელს მოხვდა. 29-ე წუთზე მეტოქის საჯარიმოში მარცხნიდან შესულმა სილაგაძემ ჩააწოდა და ესტონელ მცველს ბურთი აშკარად ხელში მოხვდა, მაგრამ მსაჯმა პენალტი არ დანიშნა 37-ე წუთზე მასპინძლების შეტევის დროს, გურამ გოშთელიანმა სტუმართა კართან ახლოს მდგომი იური ტაბატაძე მოძებნა, რომლის დარტყმული ბურთი მეკარემ მოიგერია. მე-40 წუთზე „ლევადიას“ ნახევარზე მყოფმა გიორგი ტაბატაძემ მარცხენა ფლანგიდან საჯარიმოში ჩააწოდა პასი საჯარიმოში გააკეთა, სადაც გოშთელიანმა თავით მიმართულება შეუცვალა ბურთს, რომელიც ჯერ კარის შორეულ ძელს მოხვდა, ხოლო შემდეგ ბადეში აღმოჩნდა.
მეორე ტაიმის დაწყებიდან ცოტა ხანში „ლევადიას“ მრავალსვლიანი კომბინაცია დაახლოებით 18 მეტრიდან ტორესმა დაასრულა და მაკარიძემ ბურთი თავის კუთხეში გაუშვა. ის პირველი შეხვედრის მსგავსად ძალიან უხეშად შეცდა.
61-ე წუთზე „იბერიას“ შეტევის დროს, ზოჰურმა მარჯვენა ფლანგიდან საჯარიმოში გოშთელიანი მოძებნა, რომელმაც ერთი შეხებით ბურთი დაამუშავა, ხოლო მეორეთი დაარტყა, თუმცა მეკარემ საიმედოდ ითამაშა. ამ ეპიზოდიდან მცირე ხანში იური ტაბატაძე სოლო რეიდი დარტყმით დაასრულა და ვალნერმა ისევ დამაჯერებლად ითამაშა.
74-ე წუთზე თბილისელთა იერიშის დროს ესტონელმა მცველმა საკუთარ საჯარიმოში დანიელ ქვარცხავა წააქცია და მსაჯს თერთმეტმეტრიანის დადება შეეძლო, რაც არ გააკეთა. ამას ტალინელთა კონტრშეტევა მოჰყვა და მაკარიძემ ძალიან ხელსაყრელი პოზიციიდან კირსის არ გაატანინა. 77-ე წუთზე, ბალტიისპირელთა მცველის მოგერიებული ბურთი იური ტაბატაძემ საჯარიმოს გარედან შეუჩერებლად დაარტყა და ისევ მეკარემ ივაჟკაცა. 83-ე წუთზე იური ტაბატაძემ ტალინელთა საჯარიმოში მარჯვნიდან შეიჭრა და ბურთი ირაკლი სიხარულიძეს გადააწოდა, რომელსაც ვალნერმა აუღო.
87-ე წუთზე „ლევადიას“ ნახევარზე დანიშნული ჯარიმის შესრულების დროს იური ტაბატაძემ ბურთი საჯარიმოში ჩაჰკიდა და აგიაკვამ თავურით „იბერია“ დააწინაურა. მსაჯის მიერ დამატებულ წუთებში იური ტაბატაძემ სტუმრების საჯარიმოში მცველს გაცდა და მახვილი კუთხიდან დაარტყა – ვალნერმა ბურთი ფეხით მოიგერია.
გამომდინარე იქიდან, რომ ლევან კორღალიძის გაწვრთნილებმა პირველი თამაში 0:1 წააგეს, დამატებითი დრო დაინიშნა, რომელიც კურო ტორესის გუნდმა უკეთესად ჩაატარა.
109-ე წუთზე „ლევადიას“ კონტრშეტევის დროს ალექსანდერმა პასი თბილისელთა საჯარიმოში გახსნილ კირსის მისცა, რომელმაც ერთი შეხებით ანგარიში გაათანაბრა. 115-ე წუთზე ვრბანელი ესტონელთა მეკარესთან პირისპირ გავიდა, მაგრამ დარტყმა დააგვიანა და ხელიდან გოლის გატანის რეალური შანსი გაუშვა. დარჩენილ დროში ანგარიში არ შეცვლილა და “იბერიასთვის” ევროთასები დასრულდა.
„იბერია“ (თბილისი) – „ლევადია“ (ესტონეთი) 2:2 (1:0) დ.დ.
29 ივლისი. თბილისი. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი.
„იბერია“: მაკარიძე, ზოჰური ( ქვარცხავა, 73), აგიაკვა, ჯგერენაია, გიორგი ტაბატაძე (ამისულაშვილი, 102), ქარდავა (ვრბანეცი, 90+6), გოშთელიანი (სიხარულიძე, 73), დადიანი (კლასი, 62), სილაგაძე, იური ტაბატაძე, ძაგანია (.რუშევიჩი, 62)
მთავარი მწვრთნელი: ლევან კორღალიძე.
„ლევადია“: ვალნერი, ტური, პეეტსონი (ტამიკი, 71), იბორო, შიონინგ-ლარსენი, აინსალუ (კირსი, 81), მავრეტიჩი ( ალეშანდრე, 66), ჟოაო პედრო (ზაკარლიუკა, 106), აგირი (ტორესი, 46), როოსნუპი (ტამბედუ, 66), მუსაბა
მთავარი მწვრთნელი: კურო ტორესი.
გოლები: 1:0 გოშთელიანი (40), 1:1 ტორესი (48), 2:1 აგიაკვა (87), 2:2 კირსი (109). პასით).
გაფრთხილება: გიორგი ტაბატაძე (33), ტური (50), ჟოაო პედრო (84), ი. ტაბატაძე (90+6), ალეშანდრე (112), ვალნერი (116).
მთავარი მსაჯი: კ. უმუდლუ (აზერბაიჯანი).
ლაშა თაბაგარი





