საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის 1/8-ფინალში კიდევ სამი შეხვედრა გაიმართა, რომელთა დასრულების შემდეგ გაირკვა, რომ 1/4-ფინალში ბათუმის „დინამო“, გორის „დილა“ და კრისტალბეთ ეროვნულ ლიგა 2-ში მოასპარეზე „რუსთავი“ გავიდნენ.
მანამდე ჩატარებული მატჩებმა დაადგინა, რომ 1/4-ფინალში ტყიბულის „მეშახტე“, თბილისის „ლოკომოტივი“ და „სამტრედია“ ითამაშებენ.
„სიონი“ (ბოლნისი) – „დინამო“ (ბთ) 2:2 (1:4, პენ.)
გოლები: 1:0 დ. სიჭინავა (53), 1:1 ლ. ხოზრევანიძე (84), 1:2 ლ. წულუკიძე (111), 2:2 დ. სიჭინავა (120+1).
პენალტების სერია: 0:1 ლ. წულუკიძე, 1:1 გ. ცირდავა, 1:2 ნ. კალანდარიშვილი, 1:2 თ. მაქაცარია (ძელი), 1:3 უ. მარა, 1:3 გ. გაფრინდაშვილი (ძელი), 1:4 ლ. ქაფიანიძე.
„სამგურალი“ (წყალტუბო) – „დილა“ (გორი) 0:0 (4:5, პენ.)
პენალტების სერია: 0:1 ტ. ილორი, 0:1 ლ. ხორხელი (მეკარე), 0:2 ჟ. არაუჟო, 1:2 ჯეფინიო, 1:2 ი. დრამე (აცილება), 2:2 ლ. შერგელაშვილი, 2:3 ი. ბუღრიძე, 3:3 ო. პატარკაციშვილი, 3:4 ჟ. ტიბუე, 4:4 ლ. ჯანჯღავა, 4:5 დ. ბასინგა, 4:5 თ. გოგნაძე (მეკარე).
„იბერია 2“ (თბილისი) – „რუსთავი“ 2:2, (3:4, პენ.)
გოლები: 0:1 ბ. ჯიბრილი (67), 1:1 დ. გოგილაშვილი (75), 1:2 ი. ნაკანო (105+2-პენ), 2:2 ზ. ერაძე (120+9).
გაძევება: გ. ხაჩიძე (119. იბერია 2), ნ. ბოჭორიშვილი (119. იბერია 2), პ. ოსეი (119), ს. კესი (119)
პენალტების სერია: 1:0 გ. ჩაჩუა, 1:1 ვ. ფაცაცია, 2:1 დ. გოგილაშვილი, 2:2 მ. კაპანაძე, 2:2 ზ. ერაძე (მეკარე), 2:2 თ. გულიაშვილი (მეკარე), 2:2 გ. გოგსაძე (აცილება), 2:3 დ. დობრანსკი, 3:3 ზ. წამალაშვილი, 3:4 ა. გუჯაბიძე,
„სპაერი“-„კოლხეთი“ (ფოთი) გადაიდო
„იბერია“ (თბილისი) – „ტორპედო“ (ქუთაისი) გადაიდო.
ლაშა თაბაგარი





