ლოჩოშვილის მორიგი სასტარტო „ნიურნბერგში“

0
11

ლუკა ლოჩოშვილმა „ნიურნბერგის“ სასტარტო შემადგენლობაში კიდევ ერთი მატჩი ჩაატარა. ზაფხულის მოსამზადებელი პერიოდის ბოლო სპარინგში მეორე ბუნდესლიგის ბინადარმა ნიურნბერგელებმა თავის მოედანზე პირველ ბუნდესლიგაში მოასპარეზე მიონხენგლადბახის „ბორუსიასთან“ 0:2 წააგეს. საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი მოედანზე პირველი წუთიდან იყო და 64-ე წუთზე შეცვალეს.
შეგახსენებთ, რომ ლოჩოშვილი „ნიურნბერგში“ მიმდინარე ზაფხულში იტალიის „კრემონეზედან“ გადავიდა და გერმანულ კლუბთან 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
ლაშა თაბაგარი