გიორგი კვერნაძემ ზაფხულის მოსამზადებელ პერიოდში „ფროზინონეს“ მაისურით თავისი პირველი გოლი გაიტანა.
„ფროზინონემ“ ამხანაგური თამაში თავის მეორე გუნდთან ჩაატარა და 4:0 გაიმარჯვა. საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ექსგარემარბმა სასტარტო შემადგენლობაში ითამაშა და ანგარიში მე-4 წუთზე გახსნა, როდესაც მეტოქის საჯარიმოში მარცხნიდან შეჭრილმა ზუსტად დაარტყა.
2024-2025 წლების სეზონში კვერნაძემ „ფროზინონეს“ შემადგენლობაში იტალიის სერია B-ში 33-ჯერ ითამაშა და 3 გოლი გაიტანა, პლუს 5 საგოლე პასი გააკეთა. მან იტალიის თასზე ერთი შეხვედრა ჩაატარა.
ლაშა თაბაგარი





