ლუკა იმნაძემ მიმდინარე სეზონში „ორდაბასის“ მაისურით ყაზახეთის სუპერლიგაში თავისი პირველი გოლი გაიტანა. მე-18 ტურში „ორდაბასი“ გასვლაზე „თურანს“ შეხვდა და 4:0 დაამარცხა.
ქართველმა ლეგიონერმა შეუცვლელად ითამაშა და 75-ე წუთზე საგოლე პასი გააკეთა, ხოლო ორ წუთში, როდესაც სტუმრები 2:0 იგებდნენ, კონტრშეტევის დროს ბურთიანად მცველებს გაასწრო, რის შემდეგ საჯარიმოს ხაზიდან ზუსტად დაარტყა. იმნაძე „ორდაბასიში“ სადებიუტო სეზონს ატარებს და 17 შეხვედრაში თავის ერთხელ გამოიჩინა. მან უეფას კონფერენს ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ქუთაისის „ტორპედოსთან“ ორივე შეხვედრა ჩაატარა, მაგრამ „ორდაბასის“ შემდეგ ეტაპზე გასვლაში ვერ დაეხმარა.
ლაშა თაბაგარი





