მიქაუტაძემ „ჰამბურგს“ გაუტანა

0
16

გიორგი მიქაუტაძემ ზაფხულის მოსამზადებელ პერიოდში „ლიონის“ შემადგენლობაში თავისი პირველი გოლი გაიტანა, ფრანგულმა გუნდმა სტუმრად ამხანაგური მატჩი გერმანიის პირველ ბუნდესლიგაში წელს დაბრუნებულ „ჰამბურგთან“ ჩაატარა და 4:0 დაამარცხა.
განვლილ მატჩში გუნდებმა ორი 60-წუთიანი ტაიმი ჩაატარეს. საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი სასტარტო შემადგენლობაში იყო. 39-ე წუთზე ფოფანა მარცხენა ფლანგიდან საჯარიმოში შეიჭრა და პასი მიქაუტაძეს გაუკეთა, რომელმაც ვარდნაში მეტოქის კარი აიღო – 0:3. ის პირველი ტაიმის შემდეგ შეცვალეს.
ლაშა თაბაგარი