კაპანაძემ სეზონი საგოლე პასით დაიწყო

0
8

ცოტნე კაპანაძემ სლოვაკეთის ჩემპიონატი საგოლე პასით დაიწყო. პირველ ტურში „დუნაისკა სტრედა“, სადაც ქართველი მცველი თანამემამულ ფორვარდ გიორგი გაგუასთან ერთად გამოდის, შინ მიხალოვცეს „ზემპლინს“ დაუზავდა – 1:1.
67-ე წუთზე, როდესაც მასპინძლები 0:1 აგებდნენ, შეტევაში ჩართულმა კაპანაძემ  მარჯვენა ფლანგიდან ზუსტი პასი „ზემპლინის“ საჯარიმოში ჯუკანოვიჩს გაუკეთა, რომელმაც თავით ანგარიში გაათანაბრა.
კაპანაძემ შეუცვლელად ითამაშა, ხოლო გაგუა დებიუტი ახალ გუნდში 61-ე წუთზე შედგა. სტუმრებში ქართველმა მცველმა თორნიკე კაპანაძემ შეუცვლელად ითამაშა და 51-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო.
ლაშა თაბაგარი