ვლადიმერ მამუჩაშვილი: „ჩვენს სტადიონზე ყველაფერი შეგვიძლია“

0
23

ვლადიმერ მამუჩაშვილს მიაჩნია, რომ „ტორპედოს“ თავის სტადიონზე „ომონიას“ დამარცხება შეუძლია. ქუთაისელთა კაპიტანმა ამის შესახებ უეფას კონფერენს ლიგის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპზე სტუმრად კვიპროსში 0:1 წაგებული მატჩის შემდეგ განაცხადა.
ვლადიმერ მამუჩაშვილი: “პირველ ყოვლისა მადლობა “ჯუნგლებს” კვიპროსში ჩამოსვლისა და ჩვენი გულშემატკივრობისთვის. მადლობა აქ მცხოვრებ ქართველებს, რომლებიც ასევე მოვიდნენ სტადიონზე.
ჩვენს ქალაქში, ჩვენს სტადიონზე სავსე ტრიბუნების წინ ყველაფერი შეგვიძლია. მოვუწოდებ გულშემატკივარს მოვიდნენ, გაავსონ სტადიონი და მაქსიმალურად ვეცდებით მათ გახარებას”.
პაატა ღუდუშაური: „ვფიქრობ, ქუთაისში სტადიონი გაივსება და სხვა თამაში იქნება. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ შემდეგ ეტაპზე გავიდეთ“.
ლაშა თაბაგარი