ავსტრიის 2024-2025 წლების გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელმა ოთარ კიტეიშვილმა ახალი სეზონი გოლით დაიწყო.
ავსტრიის თასის 1/32-ფინალში გრაცის „შტურმში“ სტუმრად ქვედალიგელ „ბიშოფშოფენს“ შეხვდა და 4:0 დაამარცხა. სასტარტო შემადგენლობაში მყოფმა კიტეიშვილმა მე-9 წუთზე ბურთი მეტოქის ნახევარზე მარცხენა ფლანგზე მიიღო, თანაგუნდელთან „კედელი“ გაითამაშა და დაახლოებით 18 მეტრიდან შორეულ კუთხეში გაიტანა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა წინა სეზონში „შტურმის“ შემადგენლობაში ავსტრიის ჩემპიონატი ზედიზედ მეორედ მოიგო და ჩემპიონთა ლიგის საერთო ეტაპზე ითამაშებს.
ლაშა თაბაგარი





