კაკაბაძის მოპოვებული პენალტი

0
11

„კრაკოვიამ“, რომლის კაპიტანი ოთარ კაკაბაძეა, პოლონეთში ახალი სეზონის სტარტზე ზედიზედ ორი მატჩი მოიგო. ექსტრაკლასას მე-2 ტურში კრაკოველები შინ „ტერმალიკას“ შეხვდნენ და 2:0 დაამარცხეს.
საქართველოს ეროვნული გუნდის მცველმა შეუცვლელად ითამაშა და 21-ე წუთზე კუთხურის გათამაშების შემდეგ, მეტოქის საჯარიმოში მყოფმა კაკაბაძემ კარში დაარტყა და ბურთი ხელში მცველს მოხვდა. მსაჯმა პენალტი დანიშნა, რომელიც ჰასიჩმა ზუსტად შეასრულა და ანგარიში გახსნა. მასპინძლებიდან მეორე გოლი 78-ე წუთზე პერკოვიჩმა გაიტანა. „კრაკოვია“ 6 ქულით 18-გუნდიან სატურნირო ცხრილში ლიდერია.
ლაშა თაბაგარი