ალმათის „ქაირათი“, რომელშიც მცველი ლუკა გადრანი და შემტევი ნახევარმცველი გიორგი ზარია თამაშობენ, ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში სტუმრად ფინეთის კუპს-თან 0:2 წააგო.
ქართველი ლეგიონერებიდან სასტარტო შემადგენლობაში არცერთი იყო. ზარია თამაშში 73-ე წუთზე ჩაერთო, ხოლო გადრანმა ორი ტაიმი სათადარიგოთა სკამზე გაატარა.
მასპინძლებიდან თავი 49-ე წუთზე ტურემ გამოიჩინა, ხოლო 71-ე წუთზე ყაზახების კარი ოქსანენმა აიღო. ამ გუნდებს შორის საპასუხო შეხვედრა 29 ივლისს ალმათიში გაიმართება.
ლაშა თაბაგარი





