ბრატისლავას „სლოვანმა“, სადაც გურამ კაშია გამოდის, ჩემპიონთა ლიგის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში ბოსნიის „ზრინსკის“ უმასპინძლა და 4:0 დაამარცხა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა, რომელმაც ზაფხულში სლოვაკეთის ჩემპიონთან კონტრაქტი ერთი წლით გაახანგრძლივა, შეუცვლელად ითამაშა.
მასპინძლებიდან მე-40 წუთზე ანგარიში ბარსეგიანმა გახსნა, ხოლო ორ წუთში თავი სტრელეცმა გამოიჩინა. 62-ე წუთზე ტოლიჩმა „სლოვანის“ უპირატესობა სამ ბურთამდე გაზარდა. მსაჯის მიერ ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-3 წუთზე კუხარევიჩმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. ამ გუნდებს შორის საპასუხო თამაში ბოსნიაში 29 ივლისს შედგება.
ლაშა თაბაგარი





