ტურინის „იუვენტუსმა“ პორტუგალიის „პორტუდან“ გარემარბი ფრანსისკუ კონსეისაუ გამოისყიდა. 22 წლის ფეხბურთელმა გასული სეზონი იტალიურ გრანდში იჯარით გაატარა.
პორტუგალიის ეროვნული გუნდის ფეხბურთელმა ტურინელებთან კონტრაქტი 2030 წლამდე გააფორმა. მის სანაცვლოდ „პორტუმ“ 32 მილიონი ევრო მიიღო.
კონსეისაუმ 2024-2025 წლების სეზონში „იუვენტუსის“ რიგებში ყველა ტურნირში 40-ჯერ ითამაშა და 7 გოლის გატანასთან ერთად, ექვსი საგოლე პასი გააკეთა.
ლაშა თაბაგარი
