“ვერ გაიტან, გაგიტანენ”

0
17

თბილისის „იბერია“ ლევან კორღალიძის ხელმძღვანელობით უეფას კონფერენს ლიგის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში გასვლაზე ტალინის „ლევადიასთან“ დამარცხდა. განვლილი შეხვედრა კლასიკური მაგალითია დაუწერელი საფეხბურთო კანონისა – „ვერ გაიტან, გაგიტანენ“. „იბერიამ“ იმდენი საგოლე მომენტი შექმნა, რომ დიდი ანგარიშით მოგება შეეძლო, ხოლო საბოლოოდ მინიმალურად დამაცხდა.
პირველ ტაიმში „იბერიას“ გოლის გატანის სამი ძალიან კარგი შესაძლებლობა ჰქონდა, მაგრამ ვერცერთი გამოიყენა. მატჩის მე-18 წუთზე ბურთის თამაშში შეყვანის დროს გიორგი ჯგერენაიამ თავისი საჯარიმოდან ზუსტი გადაცემით ესტონელთა მეკარესთან პირისპირ ლუკა სილაგაძე გაიყვანა, რომლის დარტყმული ვალნერმა გაანეიტრალა.
29-ე წუთზე მარჯვენა ფლანგიდან მეტოქის საკარიმოში შეჭრილი დორასო კლასის ზუსტი პასის მერე, იური ტაბატაძემ ახლო მანძილიდან ბურთი კარს ააცილა და ანგარიშის გახსნის რეალური შანსი ხელიდან გაუშვა.
39 წუთზე ამირან ძაგანია მეტოქის ნახევარზე ფინტით ერთ მცველს გაცდა და საჯარიმოში შესულმა ხელსაყრელი პოზიციიდან ბურთი ზედა ძელს გადააცილა.
თბილისელ ფეხბურთელებს მასპინძლების კარის აღება მეორე ტაიმშიც შეეძლო, თუმცა დამამთავრებელ ფაზაში სცოდავდნენ.
54-ე წუთზე ჯგერენაიამ თავისი საჯარიმოდინ ზუსტი პასით ამჯერად მეკარეს იური ტაბატაძე შეატოვა, რომლის დარტყმული ვალნერმა მოიგერია. 72-ე წუთზე ძაგანიამ საჯარიმოში გასხნილი გურამ გოშთელიანი მოძებნა, რომელიც მეკარესთან ერთი-ერთზე დარჩა და დაარტყა, თუმცა ვალნერმა ბურთი ფეხით მოიგერია.
მე-80 წუთზე „იბერიას“ საჯარიმოში მარჯვნიდან შეჭრილი აგირი გავდა ჯგერენაიას და თითქმის კუთხურის ხაზოდან დაარტყა, ხოლო გიორგი მაკარიძის უხეში შეცდომის შედეგად ანგარიში გაიხსნა – 1:0. 90-ე წუთზე „ლევადიას“ კონტრშეტევის დროს საჯარიმოში მყოფი ჟოაო პედროს დარტყმული ბურთი კარის ბადეს გარედან მოხვდა.
„იბერია“ „ლევადიას“ 29 ივლის თბილისში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე უმასპინძლებს. შეხვედრა 20:00 საათზე დაიწყება.
„ლევადია“ (ესტონეთი) – „იბერია“ (თბილისი) 1:0 (0:0)
23 ივლისი. ტალინი. „ლე კოქ არენა“.
„ლევადია“:
ვალნერი, ტური, იბორო, ტამიკი, სჩიონინგ-ლარსენი, მუსაბა (კრისი, 68), აინსალუ (ალექსანდრე, 81), მავრეტიჩი (კარლოს ტორესი, 68), აგირი, ტამბედუ (რუსნაპი, 46), ჟოაო პედრო.
მთავარი მწვრთნელი:
კურო ტორესი.
„იბერია“: მაკარიძე, ზოჰური, აგიაკვა, ჯგერენაია, ქობულაძე, ქარდავა, დადიანი, კლასი (გოშთელიანი, 71), სილაგაძე (ახვლედიანი, 84), ძაგანია (რუშევიჩი, 84), იური ტაბატაძე (კ) (სიხარულიძე, 84).
მთავარი მწვრთნელი: ლევან კორღალიძე.
გოლები: 1:0 აგირი (80)
გაფრთხილება:
ტამბედუ (3), მავრეტიჩი (47), ქარდავა (75)
მთავარი მწვრთნელი:
ლევან კორღალიძე.
მთავარი მსაჯი: ი.ჰ. ელეფსენი (ფარერები)
ლაშა თაბაგარი