ჟოაო ფელიქსი „ბენფიკაში“ ბრუნდება

0
10

ჟოაო ფელიქსი კარიერას ლისაბონის „ბენფიკაში“ განაგრძობს. იტალიელი ჟურნალისტის ნიკოლა სკირას ინფორმაციით, 25 წლის შემტევი ნახევარმცველი პორტუგალიურ გრანდს უკვე შეუთანხმდა. ახლა „ბენფიკა“ სატრანსფერო თანხაზე „ჩელსის“ უნდა შეუთანხმდეს, რომელთან პორტუგალიის ნაკრების ფეხბურთელს მოქმედი კონტრაქტი აკავშირებს.
ჟოაო ფელიქსი „ბენფიკას“ აღზრდილია, რომელმაც 2019 წელს მადრიდის „ატლეტიკოში“ 127 მილიონ ევროდ გაყიდა. თუმცა, ნიჭიერმა ფეხბურთელმა ესპანურ გუნდში გაცემული ავანსი ვერ გაამართლა და ჯერ „ჩელსიში“ გაანათხოვრეს, შემდეგ – „ბარსელონაში“. 2024 წელს „ჩელსიმ“ მისი კონტრაქტი გამოისყიდა და გასულ სეზონის მეორე ნახევარშ იჯარით „მილანში“ გაუშვა.
ლაშა თაბაგარი